მარნეულში, თხრილში ორი მუშა ჩავარდა – არსებული ინფორმაციით, ერთი მათგანი დაიღუპა
- 09-May-2025, 18:11
„მარნეულში დღეს ამ თხრილში ორი მუშა ჩავარდა ერთი გარდაიცვალა მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ფოტოში ეს თხრილი სასწრაფო წესით ნახევრად გავსებულია რადგან საშინელი სანახაობა არ ჩანდეს. მარნეულში წლებია ინფრასტრუქტურა საშინელ დღეშია და დღეს ისევ უბედურება გადატრიალდა.
როდის იზრუნებენ ამ ხალხზე? ამ ხალხის პრობლემა როდის პრობლემად იქნება აღიარებული და მოგვხედავენ? ასეთი თხრილები ძალიან ბევრია ქუჩებში“, – წერს ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი სოციალურ ქსელში.