19 წლის გოგოს სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ - ახალგაზრდას მდინარე რიონში მეორე დღეა ეძებენ
- 09-May-2025, 13:57
ქუთაისში, მდინარე რიონში მეორე დღეა, ახალგაზრდა ქალს ეძებენ.
სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.
სამუშაოები გვიან ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.