მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა - კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა - კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

  • 08-May-2025, 16:16

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

სერჟანტი თარბეი (თაბო) არქანია დონეცკის ოლქში ქალაქ პაკროვსკისთან დაიღუპა.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, 34 წლის თაბო არქანია უკრაინაში ცხოვრობდა.

ის ამ ქვეყნის და ევროპის ჩემპიონი იყო ტაეკვანდოში. დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

არქანიას ოჯახი აფხაზეთიდან იყო დევნილი.

მას ოდესაში, 10 მაისს დაკრძალავენ.