14, 16 და 19 წლის გოგონები დაიღუპნენ – დაშავებულია 15 ადამიანი. სად დატრიალდა საშინელი ტრაგედია (ნიუ-მექსიკოს შტატი)
- 08-May-2025, 13:52
ნიუ-მექსიკოს შტატში სროლას 14, 16 და 19 წლის გოგონები ემსხვერპლნენ. დაშავებულია 15 ადამიანი.
BBC-ის ინფორმაციით, ქალა, ლას-კრუსეს ერთ-ერთ პარკში, სროლა ღამის საათებში დაიწყო. ადგილობრივმა პოლიციამ ადგილზე 50-ზე მეტი ტყვიის მასრა იპოვა.
მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო და ამ დროისთვის მის იდენტიფიცირებას ცდილობენ. ასევე უცნობია თავდასხმის მოტივი.