8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- 07-May-2025, 23:01
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს ნებისმიერი განსხვავებული აზრი გაღიზიანებთ,მაგრამ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ჩხუბის შემთხვევაში, თქვენი მხრიდან კონფლიქტური მხარეების შერიგების მცდელობა ვითარებას უფრო გაამწვავებს. ახალი საქმის დაწყების მცდელობა წარუმატებელი იქნება, დღეს დაგეგმილი შეხვედრები კი გაურკვეველი მიზეზების გამო გაუქმდება.
კურო
ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი რთული საქმის დაწყების და წარმატებით დასრულებისთვის. ყველა გზით ცდილობთ, რომ უსიამოვნო საუბარს თავი აარიდოთ, თუმცა მისი შედეგი თქვენთვის სასარგებლო იქნება. გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო შეიძლება დღის პირველ ნახევარში გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.
ტყუპები
ეს დღე სასიყვარულო განცდებს, იმედგაცრუებას და ინტრიგებს უკავშირდება. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანების მოქმედებით იმედგაცრუებული დარჩეთ. სავარაუდოდ, ეს დღე საშუალებას მოგცემთ პარტნიორთან შეთანხმებას და სულიერი სიმშვიდეს მიაღწიოთ.
კირჩხიბი
ეს დღე კოლეგებთან და ნათესავებთან ნაყოფიერ ურთიერთობას ხელს უწყობს. რთულ დროს შეგიძლიათ მეუღლის ან საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. თუ ახლობელმა ადამიანმა დახმარება გთხოვათ, ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ. ამ დღეს ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი გაღიზიანებთ.
ლომი
დილას სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ, თუმცა ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება. გირჩევთ, ნერვიულობას მოერიდოთ, რადგან ეს თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება. ეცადეთ, დასაძინებლად ადრე დაწვეთ და ძილის წინ თბილი აბაზანა მიიღოთ.
ქალწული
ამ დღეს რაც უფრო ნაკლებს იაქტიურებთ, მით უკეთესია. სასურველია, რომ ყველანაირ ურთიერთობას მოერიდოთ. დღის მეორე ნახევარში ვიღაც ძველი ვალის დაბრუნებას ან პირობის შესრულებას მოგთხოვთ.
სასწორი
ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი სასწორებისთვის - ახალმა იდეამ შესაძლოა, კარგი შემოსავალი მოგიტანოთ. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, უემოციოდ მიიღოთ. ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციეთ.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დაწყების ან ძველის დასრულებისთვის. თუ მეგობარმა კინოში ან თეატრში მიგიწვიათ, უარს ნუ ეტყვით - სასიამოვნო შთაბეჭდილებების გარდა, საინტერესო ნაცნობობა გელით. დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.
მშვილდოსანი
დროა, კარიერის გარდა, პირადი ცხოვრების მოწყობაზეც იფიქროთ. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან შეიძლება ელემენტარულმა შეცდომამ ბევრი პრობლემა შეგიქმნათ. სანამ წინადადებას დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რადგან შეიძლება, შედეგმა მოლოდინი არ გაამართლოს.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ნუ ეცდებით საყვარელი ადამიანის მოტყუებას - ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებთ. შესაფერისი მომენტია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის, თუმცა ორივე გულწრფელი უნდა იყოთ.
მერწყული
სავარაუდოდ, დაუგეგმავი ხარჯები გელით. არ არის გამორიცხული, რომ უსიამოვნო სიახლემ ან გარემოებათა არახელსაყრელმა განვითარებამ ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ.
თევზები
ამ დღეს ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით. მამაკაცები რაინდული საქციელით გარშემომყოფებს გააოცებენ. უფროსი ნათესავების მონახულება არ დაივიწყოთ. ფრთხილად იყავით საკუთარ სურვილებთან და რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ.