„ცხვირის ოპერაციის დროს გული გაუჩერდა, ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდა” — 20 წლის მარი ანანიძე უმძიმეს მდგომარეობაშია

„ცხვირის ოპერაციის დროს გული გაუჩერდა, ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდა” — 20 წლის მარი ანანიძე უმძიმეს მდგომარეობაშია

  • 07-May-2025, 15:02

20 წლის მარი ანანიძეს, რომე-ლიც ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაშია, დახმარება ესაჭიროე-ბა. ამის შესახებ მისი ახლობლე-ბი გვიყვებიან და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართა-30б.

გოგონა 16 დეკემბრიდან დღემ-დე კომატოზურ მდგომარეობა-შია.

„გასული წლის 16 სექტემბერს ბათუმში, ხოზრევანიძის კლინი-კაში ჩატარდა მარი ანანიძის გეგმური ცხვირის ოპერაცია, პო-ლიპების ამოღება, ხრტილის გას-წორება, რინოპლასტიკა, შუა ოპერაციის დროს მარის გაუჩერ-და გული, 3 წუთის მანძილზე, რის შედეგადაც ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდა და მიიღო დიდი დაზია– ნება. მარი 16 სექტემბრის შემ-დეგ დღემდე კომატოზურ მდგო-მარეობაშია. 20 წელი შეუსრულ-და კომაში მყოფ მარის.

სასწრაფოდ გახდა საჭირო მისი გადაყვანა თურქეთში სტამ– ბულის ერთ-ერთ კლინიკაში “აჯი-ბადემში”, რაც დიდ თანხებთან იყო კავშირში. 4 თვის რეაბილი-ტაცია 168000$ ჯდებოდა. ღმერ-თს მადლობა და კიდე ჩვენს ქარ-თველ ერს რომლებმაც დაგვეხ-მარა, თუნდაც თითო ლარით ერთი თვის თანხა შევაგროვეთ და პლუს თბილისმა და აჭარამ დაგვაფინანსა, ადგილობრივმა მთავრობა, ამ ეტაპისთვის ერთი თვის თანხა არის გადახდილი.

თუმცა 4 თვეს დაემატა კიდევ 2 თვე, რადგან მდგომარეობა ძა-ლიან ცუდია, ამას დაემატა ოპე-რაციის თანხები, რაც გათვალის-წინებული არ იყო. მოგმართავთ დახმარების თხოვნით. კლინი-კამ პასუხისმგებლობა არ აიღო. მადლობა ყველას” — ამბობს გო-გონას ოჯახი.

დახმარების მსურველებს თან-ხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარი-შის ნომრებზე:

საქართველოს ბანკი #GE63BG0000000538740198

თიბისი ბანკი

GE68TB7525845064300074

3/6: 61006074725

მიმღები: ნათია ანანიძე