7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- 06-May-2025, 22:38
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ინტუიციისა და გამოცდილების დამსახურებით ფინანსების სწორად განაწილებას შეძლებთ და მოგებიან სიტუაციაში აღმოჩნდებით. ამ დღეს თქვენი აზრები ყველასთვის მისაღები და გასაგებია, სიტყვები კი დამაჯერებელი. დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევაზე იფიქროთ. სასურველია, რომ საქმიანი მოლაპარაკება რამდენიმე დღით გადადოთ.
კურო
ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც თქვენი მხრიდან მოთმინებას და გამძლეობას მოითხოვს. პროფესიული საქმიანობის სფეროში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებთ. თუ არ იზარმაცებთ ერთდროულად ორი საქმის დაწყებას და თითოეულის ბოლომდე მიყვანას შეძლებთ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შესაძლოა, სახლში სერიოზული კონფლიქტები გამოიწვიოს.
ტყუპები
ამ დღეს ცვლილებები დილიდან გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლობელი ადამიანების მონახულება არ დაივიწყოთ. შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს წარმატება ელით.
კირჩხიბი
ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში ყურადღებას და მოწონებას დაიმსახურებთ. გეგმების განხორციელების დროს, ნუ დაივიწყებთ მათ, ვინც აქამდე მოსვლაში უანგაროდ დაგეხმარათ. ფრთხილად იყავით - სპორტულმა ვარჯიშმა შეიძლება ტრავმა გამოიწვიოს. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.
ლომი
გამორიცხული არაა, რომ დილას სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. წარმატებას მხოლოდ მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როდესაც შესაფერისი მომენტის არჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ..
ქალწული
ეცადეთ, რომ ამ დღეს განმარტოვდეთ ან უხილავ ადამიანად იქცეთ. მოერიდეთ ყველანაირ ურთიერთობას. დღის ბოლოს შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება. ფრთხილად იყავით – სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გახდეს. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ დაწყებული საქმეები მშვიდად დაასრულოთ.
სასწორი
ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი სასწორებისთვის. ეცადეთ მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ - ამ დღეს საქმის საბოლოო შედეგი თქვენი თავის კონტროლის უნარზეა დამოკიდებული. გირჩევთ ამ დღისთვის სერიოზული სამუშაო და მნიშვნელოვანი შეხვედრები არ დაგეგმოთ.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დაწყებისთვის ან ძველის დასრულებისთვის. გულწრფელი საუბარი გარკვეული დროით გამქრალ ნდობას აღადგენს. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება ზოგი ახლობელის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ. გაუთვალისწინებელ შემთხვევას შეიძლება ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი მოჰყვეს.
მშვილდოსანი
დროა სამუშაოს მოწყდეთ და და პირადი ცხოვრების მოგვარებაზე ფიქრი დაიწყოთ. ბიზნესმენები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. მეგობრების დახმარებით ძველი პრობლემის გადაჭრის საინტერესო და ოპტიმალურ გზას იპოვით. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, დროა, ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ.
მერწყული
სავარაუდოდ, ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. სიყვარულს ზოგჯერ იმედგაცრუება მოაქვს, მთავარია, ამასთან ღირსეულად გამკლავება შეძლოთ. ფრთხილად იყავით - იზრდება ნერვიულობის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა.
თევზები
სავარაუდოდ, ამ დღეს სასიამოვნო პაემანი გელით. საყვარელ ადამიანთან მცირე კამათი შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. ყველაფერი გააკეთეთ, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ დაწყებული საქმეები მშვიდად დაასრულოთ.