„ჩემი უდიდესი თხოვნაა, ილოცოთ მისი სულისთვის...“ - თამუნა მდივანი მიმართვას ავრცელებს
- 05-May-2025, 14:31
თბილისში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის, გიორგი მდივანის დედა მიმართვას ავრცელებს:
„უფალმა ნათელში ამყოფოს ჩემი გიორგის სული“, - წერს სოციალურ ქსელში, მსახიობი და ინფლუენსერი, თამუნა მდივანი.
მას რამდენიმე დღის წინ შვილი დაეღუპა და საზოგადოებას სთხოვს, რომ გიორგის სულისთვის ილოცონ.
„დღე მეცხრე, ჩემი უდიდესი თხოვნაა, ილოცოთ მისი სულისთვის“,- წერს თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში.