20 წლის წინ დაკარგული შვილი დედამთილმა შვილის საცოლეში ამოიცნო – ქორწილი მაინც შედგა და ქალი ერ­თდრო­უ­ლად გახ­და დედაც და დე­დამ­თი­ლიც

20 წლის წინ დაკარგული შვილი დედამთილმა შვილის საცოლეში ამოიცნო – ქორწილი მაინც შედგა და ქალი ერ­თდრო­უ­ლად გახ­და დედაც და დე­დამ­თი­ლიც

  • 03-May-2025, 12:25

ჩვი­ლე­ბის მო­პარ­ვის საქ­მე­ზე ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი მძი­მე ის­ტო­რია მო­ვის­მი­ნეთ. რო­გორ ატყუ­ებ­დნენ მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ ქა­ლებს, რომ მათი შვი­ლი და­ი­ღუ­პა, ჩვი­ლებს კი გარ­კვე­ულ ფა­სად უშ­ვი­ლო წყვი­ლებ­ზე ყიდ­დნენ.

ჩვი­ლე­ბის გა­ყიდ­ვის საქ­მე არა­ერ­თი ქვეყ­ნის­თვის იქცა ტრა­გე­დი­ად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბოლო წლებ­ში, რო­დე­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იკე­თებს დნმ-ის ანა­ლიზს და ამ გზით ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს პო­უ­ლო­ბენ. დიდი ნა­წი­ლი არ­კვევს, რომ მათ შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ეგო­ნათ.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რია ჩი­ნეთ­შიც, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, იქ მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებს იტა­ცე­ბენ და ყი­დი­ან. მა­გა­ლი­თად 2021 წელს, ქორ­წილ­ში მომ­ხდარ­მა ფაქ­ტმა, მსოფ­ლიო შეძ­რა, რო­დე­საც საქმროს დე­დამ 20 წლის წინ და­კარ­გუ­ლი სა­კუ­თა­რი ქა­ლიშ­ვი­ლი იპო­ვა და ის მისი მო­მა­ვა­ლი რძა­ლი აღ­მოჩ­ნდა. ქალი ერ­თდრო­უ­ლად გახ­და დედაც და დე­დამ­თი­ლიც. 

2021 წელს ჯი­ან­სუს პრო­ვინ­ცი­ის სუ­ჟო­უ­ში ქორ­წი­ლი კი­ნოს ჰგავს. ცე­რე­მო­ნი­ის დროს საქმროს დე­დამ პა­ტარ­ძლის ხელ­ზე ზუს­ტად ისე­თი ნი­შა­ნი შე­ნიშ­ნა, რო­გო­რიც 20 წლის წინ მის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ქა­ლიშ­ვილს ჰქონ­და. საქმროს დედა ძა­ლი­ან შეძრწუნ­და და და­უ­ყოვ­ნებ­ლად ჰკი­თხა პა­ტარ­ძლის მშობ­ლებს, იყო თუ არა გო­გო­ნა მათი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ქა­ლიშ­ვი­ლი. წყვი­ლი შოკ­ში ჩა­ვარ­და, რად­გან არა­ვინ იცო­და სა­ი­დუმ­ლოს შე­სა­ხებ და გა­უკ­ვირ­დათ, რო­დე­საც მსგავ­სი კი­თხვა და­უს­ვეს. საქმროს დე­დის თქმით, 20 წლის წინ, მათი ქა­ლიშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და და ვე­ღარ იპო­ვეს. პა­ტარ­ძლის დე­დამ აღი­ა­რა, რომ მრა­ვა­ლი წლის წინ გზის პი­რას გო­გო­ნა აიყ­ვა­ნეს და ის მათ­თვის ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­და.

პა­ტარ­ძა­ლი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო რო­დე­საც გა­ი­გო, რომ ქალი, რო­მე­ლიც მისი დე­დამ­თი­ლი უნდა გამ­ხდა­რი­ყო, ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა აღ­მოჩ­ნდა. თუმ­ცა ამან ხელი არ შე­უ­შა­ლა ქორ­წი­ნე­ბას, რად­გან აღ­მოჩ­ნდა, რომ მისი საქმროც ნაშ­ვი­ლე­ბი იყო და ის პირ­ვე­ლი შვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ, აიყ­ვა­ნეს.