ხვალიდან ამინდი კვლავ უარესდება: მოსალოდნელია წვიმა და ქარი, თუმცა ტემპერატურა მკვეთრად არ დაიკლებს - როგორია პროგნოზი
- 01-May-2025, 18:20
გასული დღეების განმავლობაში მოსახლეობა განსაკუთრებულად შეაწუხა უხვმა ნალექმა, ტემპერატურის მკვეთრად დაბალმა მაჩვენებელმა. თუ როგორი ამინდი იქნება საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი სპეციალისტი თამარ პაპაშვილი გაგვაცნობს...
- ქალბატონო თამარ, მთელი აპრილი ცივი იყო, ეს რამ გამოიწვია?
29 აპრილს კი აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა +7+12 გრადუსი იყო, დედაქალაქში კი +8 გრადუსი, რაც საშუალო მრავალწლიურ ტემპერატურაზე რამდენიმე გრადუსით დაბალია. მთიან რაიონებში ზოგან მოთოვა.
მიმდინარე კვირაში კვლავ მოსალოდნელია არამდგრადი ამინდები, 1 მაისი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის თითქმის მთელ ქვეყანაში, ხოლო 2 მაისიდან კვლავ მოსალოდნელი დროგამოშვებით წვიმიანი და ზოგან ქარიანი დღეები, თუმცა ტემპერატურის მკვეთრი დაკლება მოსალოდნელი არ არის.
- ანუ აღმოსავლეთ საქართველოში ჯერ კიდევ არ გაზაფხულდება?
- ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, დათბება, მზეც გამოანათებს, თუმცა დროგამოშვებით წვიმებიც არის მოსალოდნელი.