„ღამე არ გავა, გიო, გულში რომ არ მყავდე ასე ჩაკრული...“ - მარიამ მდივანი გარდაცვლილ ძმაზე

„ღამე არ გავა, გიო, გულში რომ არ მყავდე ასე ჩაკრული...“ - მარიამ მდივანი გარდაცვლილ ძმაზე

  • 30-Apr-2025, 20:07

დრამისა და კინოს მსახიობ, ინფლუენსერ თამუნა მდივანს, რომელიც სამი შვილის დედა იყო, 29 აპრილს ვაჟი გიორგი მდივანი გარდაეცვალა.

გარდაცვალების მიზეზზე გარდაცვლილის ნათლია სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ გიორგიმ ნასვამმა დაიძინა, ღამე ღებინება დაეწყო და გაიგუდა.

უბედური შემთხვევის შესახებ საკუთარ გვერდზე გარდაცვლილის და მარიამ მდივანი წერს.

„ღამე არ გავა გიო, გულში რო არ მყავდე ასე ჩაკრული ჩემო კეთილო დათვო. მარადიული ხარ გიო, ყველგან შენ ხარ ყოველთვის“, - წერს მარიამ მდივანი.