რა გახდა თამუნა მდივანის ვაჟის გარდაცვალების მიზეზი – რას წერს ბიჭის ნათლია

რა გახდა თამუნა მდივანის ვაჟის გარდაცვალების მიზეზი – რას წერს ბიჭის ნათლია

  • 29-Apr-2025, 21:23

ცნობილ მსახიობს და “ტიკ-ტოკერს”, თამუნა მდივანს ვაჟი გარდაეცვალა.

გარდაცვლილი ბიჭის ნათლია წერს, რომ გიოს ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.

“არ არსებობს ამაზე მეტი ტკივილი რასაც სიკვდილი ჰქვია, არ არსებობს სანუგეშებელი სიტყვა რო მის დედას და მამას უთხრა,მეწვის მთელი სხეული სიმწრისგან გიო მდივანი. მართალია ცუდი ნათლია ვიყავი მაგრამ მისი ნათლია ვიყავი. ვერაფერით ვერ დავიტრაბახებ როგორც ნათლია გარდა იმისა, რო სულ ჩემ შვილებთან ერთად ყველა ჩემ ნათლულებს ვიხსენიებ, უფალს მათთვის წყალობას ვთხოვ გიორგისთვის მეტს ვერაფერს ვაკეთებდი.
მე და თამუნა ერთად ვიყავით ორსულად ის გიოზე მე ბუბუზე ერთი დღე არ გადიოდა უერთმანეთოდ, მერე სულ ერთად ვასეირნებდით ვაკის პარკში , კუსტბაზე, ერთ პედიატრთად დაგვყავდა, ერთ მენიუს უდგენდით ერთად ჩამოგვქონდა მათთვის 5 თვის რო იყვნენ შავი ხიზილალა ბაქოდან, კვების ექიმმა მათ მენიუში დაგვინიშნა სასარგებლოაო.

ღმერთო შეხვედრამდე კარგო ბიჭო.

ამბობენ ნათლია და ნათლული იმიერში ერთმანეთს ხვდებიანო.როგორც შენი დედიკო გეუბნეოდა ყველა სახლიდან გასვლისას “ ღვთის მშობელს ებარებოდე”,-წერს ბიჭის ნათლია.

წყარო: ​primetime.ge/