გარცელებული ინფორმაცია, რომ გორში მოკლული ბიჭის ბებიას გული გაუსკდა და გარდაიცვალა, სიმართლეს არ შესაბამება

გარცელებული ინფორმაცია, რომ გორში მოკლული ბიჭის ბებიას გული გაუსკდა და გარდაიცვალა, სიმართლეს არ შესაბამება

  • 29-Apr-2025, 13:06

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი არ ადას­ტუ­რე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ გორ­ში მოკ­ლუ­ლი 55 წლის და­ვით ცა­ცი­აშ­ვი­ლის დე­დას გული გა­უ­ჩერ­და და გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც გვე­უბ­ნე­ბი­ან, ქალი მომ­ხდა­რის შემ­დეგ ცუ­დად გახ­და, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბის საქ­მეს, გორ­ში, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "გა­ლე­რე­ა­ში" მამა-შვი­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ სერ­გო ახალ­კაცს ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღეს წა­რუდ­გე­ნენ. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ნო­დარ ცინ­ცა­ძემ გა­ნა­ცხა­და.ცინ­ცა­ძის თქმით, ახალ­კაცს უკვე შეხ­ვდა, თუმ­ცა, მის პო­ზი­ცი­ა­ზე კო­მენ­ტარს ბრალ­დე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად წარ­დგე­ნის და საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თებს.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს დღეს შევ­ხვდი, ვი­სა­უბ­რეთ, მას ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ არ წარ­დგე­ნია, დღეს წა­რუდ­გე­ნენ, რაც შე­ე­ხე­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას, ვფიქ­რობ, ხვალ დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში იმ­სჯე­ლებს სა­სა­მარ­თლო აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე, შე­სა­ბა­მი­სად, ამ ეტაპ­ზე და­მა­ტე­ბით ვე­რა­ფერს ვი­ტყვი“, - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ცინ­ცა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის შე­ნო­ბა­ში მკვლე­ლო­ბა გუ­შინ დი­ლით მოხ­და. 50 წლის სერ­გო ახალ­კაც­მა, რო­მე­ლიც წლე­ბია",გა­ლე­რე­ა­ში“ მა­ღა­ზი­ას ფლობს, ამა­ვე სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მდე­ბა­რე სხვა მა­ღა­ზი­ის მფლო­ბელს 55 წლის და­ვით ცა­ცი­აშ­ვილს და მის ვაჟს, 30 წლის გი­ორ­გი ცა­ცი­აშ­ვილს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა, სრო­ლის შე­დე­გად, ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბით გი­ორ­გი ცა­ცი­აშ­ვი­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, და­ვით ცა­ცი­აშ­ვი­ლი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, სერ­გო ახალ­კა­ცი მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109-ე მუხ­ლის "ლ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს სას­ჯელს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით თექ­ვსმე­ტი­დან ოც წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას.