"ახალკაცს უჩხუბია, გასაყიდად ჩემნაირი ბოტასები რატომ აიღე ლილოშიო... მიუვარდა დათოს, ჯერ მისი შვილი დაცხრილა და მერე დათოც ზედ მიაყოლა" - გორში მამა-შვილის მკვლელობის დეტალები
- 29-Apr-2025, 12:14
გორში, კერძოდ, სავაჭრო ცენტრ "გალერეაში“ დღეს, 28 აპრილს, სროლის შედეგად ორი მამაკაცი - მამა შვილი მოკლეს. შვილი გიორგი ცაციაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კლინიკა "გორიმედში" გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,
ბრალდებული, რომელიც ცხელ კვალზე დააკავეს, ასევე გორში ცხოვრობს, სერგო ახალკაცია.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 19-109 მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ.
"ცაციაშვილებს და სერგო ახალკაცს "გალერეაში“ გვერდიგვერდ ჰქონდათ ფეხსაცმელების მაღაზია. მათ შორის უთანხმოება ბიზნესს ეხებოდა, კერძოდ, გუშინ ლილოში ახალკაცსა და დათო ცაციაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, მოტივი კი ერთნაირი საქონლის შეძენა იყო - ახალკაცს უჩხუბია, გასაყიდად ჩემნაირი ბოტასები რატომ აიღე ლილოშიო.
გუშინდელი დაპირისპირება დღეს დილას გაგრძელდა გორში, ახალკაცი "მაკაროვით“ მიუვარდა დათოს და საქმეს ურჩევდა. საქმეში შვილიც - გიო ჩაერია, სერგომ ჯერ ის დაცხრილა და მერე დათოც ზედ მიაყოლა. მკვლელი ადგილიდან კი გაიქცა, მაგრამ მალევე დააკავეს. გიო ადგილზე დაიღუპა, მძიმედ დაჭრილი დათო კი "გორმედში“, - გვეუბნება თანამშრომელი.