შვილი დაიღუპა, მამა კლინიკაშია – ცნობილია დაპირისპირებაში მონაწილე სამივე პირის ვინაობა
- 28-Apr-2025, 12:54
გორში ,სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“, ორ ადამიანს ესროლეს.
არსებული ინფორმაციით, მამა-შვილს ერთ-ერთმა მოვაჭრემ, სერგო ახალკაცმა, ესროლა.
შედეგად, შვილი დაიღუპა, მამა კი დაიჭრა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
დაღუპული გიორგი ცაციაშვილია, ხოლო დაჭრილი – დათო ცაციაშვილი.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 19-109 მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ.
ფოტო. AMBEBI.GE