მამა-შვილს ცეცხლი გაუხსნეს, შვილი ადგილზე დაიღუპა - ამ დილით შუა ქალაქში სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა (ფოტოები)
- 28-Apr-2025, 11:12
გორში ორ ადამიანს ესროლეს. შემთხვევა წმინდაწყლის უბანში მოხდა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ქართლის ამბები" ავრცელებს.
როგორც გამოცემას ადგილზე უთხრეს, რამდენიმე გასროლის შედეგად დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი. მეორე კი წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცეცხლი მამა-შვილს გაუხსნეს, რის შედეგადაც შვილი ადგილზე დაიღუპა.