ტრამპი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ტრამპი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

  • 26-Apr-2025, 15:20

რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს – წარმატება, როგორც ჩანს, წინ არის, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.


„ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით უკრაინამ შეერთებულ შტატებთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების საბოლოო დოკუმენტებს ხელი [ჯერ] არ მოაწერა. ეს, სულ მცირე, სამი კვირით დაგვიანებულია. იმედია, მას დაუყოვნებლივ მოაწერენ ხელს. რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. წარმატება, როგორც ჩანს, წინ არის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.